საზოგადოება
40-ზე მეტი ქვეყანა რუსული დრონების პოლონეთში შეჭრის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. 40-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, შეშფოთებას გამოთქვამს პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის გამო.

შესაბამისი განცხადება გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა მარცინ ბოსაცკიმ წაიკითხა.

რუსეთის უგუნური ქმედებები წარმოადგენს არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევას, არამედ დესტაბილიზაციის გამომწვევ ესკალაციასაც“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც აღინიშნა, 9 სექტემბერს რუსეთის თავდასხმის დროს დაფიქსირდა 19 შეჭრა. დრონები საფრთხეს უქმნიდნენ მოსახლეობას, ინფრასტრუქტურასა და ავიაციის უსაფრთხოებას, რის გამოც ისინი პრევენციულად იქნა განეიტრალებული.