საზოგადოება
სუს-ი შეისწავლის ბაჩო ახალაიას შესაძლო მონაწილეობას „ჰექსოგენის“ საქმეში

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ უკრაინიდან საქართველოში ჰექსოგენის შემოტანის საქმეში ბაჩო ახალაიას შესაძლო მონაწილეობის საკითხს შეისწავლიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბაჩანა ახალაია არ უხსენებია, თუმცა ბოლო საათებში მის გარშემო განვითარებული მოვლენები საინტერესოა ჩვენთვის და შესწავლის საგანს წარმოადგენს“, – განაცხადეს უწყებაში.

ცნობისთვის, სუს-მა უკვე დააკავა უკრაინის ორი მოქალაქე 2.4 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერების — ჰექსოგენის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით.