პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რეაგირება პროვოკაციებზე იქნება მკაცრი

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. „თავისთავად მძიმე ფაქტია, რომ კონკრეტული ეჭვმიტანილი საუბრობს უკრაინის სპეცსამსახურებზე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, აუცილებელია დავადგინოთ, ვის უნდა საქართველოში არეულობის შემოტანა და ქვეყნისთვის ზიანის მიყენება. „ჩვენ არ დავუშვებთ მსგავს ფაქტს, რეაგირება ყველაფერზე იქნება მაქსიმალურად მკაცრი“, – აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე დაამატა, რომ ოპოზიცია სასოწარკვეთილია და დასუსტებული, რის გამოც ნებისმიერ პროვოკაციას შეიძლება მიმართოს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც, მისი თქმით, ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს.

ახლახან სუს-მა გამოაქვეყნა ახალი დეტალები უკრაინიდან შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ. ოპერატიული მასალების მიხედვით, საბოლოო დანიშნულების ადგილად დასახელებულია ავლაბარში მდებარე საცხოვრებელი სახლი.