აქტუალური
საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. „ყველა უბედურება, რაც საქართველოში ხდება, გარედან თავსმოხვეულია“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, რადიკალური ჯგუფები ფინანსდებიან და იღებენ დავალებებს ქვეყნის გარედან. ეს ჯგუფები ხელს უწყობენ საზოგადოების დაპირისპირებას და პოლარიზაციას.
„შესაძლოა, ბოლო სერიაში ვიხილოთ ევროკავშირის და გერმანიის ელჩები საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე“, – აღნიშნა კალაძემ. მისი თქმით, შესაბამისი დავალებები და დაფინანსება მოდის საგარეო წყაროებიდან, ხოლო ელჩები უშუალოდ მონაწილეობენ პროცესებში.