აქტუალური
სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძეს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

პროცესს ესწრებოდა თავად ბურჭულაძე, რომელმაც განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

ის 11 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. ბრალდება შეეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას.

გამოძიების ცნობით, ბურჭულაძემ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ქონების წარმოშობის შენიღბვის მიზნით განახორციელა რამდენიმე ფინანსური მანიპულაცია, მათ შორის ესპანეთში უძრავი ქონების შეძენა 544 000 ევროდ.