აქტუალური
სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნატო-საქართველოს პაკეტის ჯგუფის მოადგილეს შეხვდა

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. დავით თამაზაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, შეხვდა კობაკ მერიჩს, „ნატო-საქართველოს“ არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა თურქეთის მხარდაჭერასა და ჩართულობას საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში. თამაზაშვილმა სტუმარს გააცნო სასაზღვრო პოლიციის მიმდინარე პროექტები.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა საზღვაო უსაფრთხოების სფეროში. შეხვედრას ესწრებოდნენ სასაზღვრო პოლიციის მოადგილეები დავით ბიწკნაშვილი და გივი გორდაძე, ასევე სხვა ოფიციალური პირები.