საზოგადოება
საქართველო, 12 სექტემბერი, საინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მურთაზ ზოდელავა ლევან ხაბეიშვილთან ერთად დააკავა.
„ლევან ხაბეიშვილის დაკავებისას მასთან ერთად დაკავებულია მურთაზ ზოდელავა, რომელსაც ხაბეიშვილმა მიაწოდა მობილური ტელეფონი. ზოდელავამ სცადა ტელეფონის გადამალვა, თუმცა გაქცევისას გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე“, – განაცხადეს სუს-ში.
სუს-ის ცნობით, ზოდელავას ქმედება სსკ-ის 353-ე მუხლით კვალიფიცირდება და 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყებაში აცხადებენ, რომ გააგრძელებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს კორუფციული დანაშაულების გამოსავლენად.