საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი: გვჭირდება საყოველთაო მობილიზაცია და შეტევაზე გადასვლა

 საქართველო, 12 სექტემბერი, საინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას დაკავება რეჟიმის პანიკისა და უმწეობის გამოხატულებაა.

დიქტატორმა ივანიშვილმა მუხანათურად დააკავა ოპოზიციის ნამდვილი ლიდერებილევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა. ეს არის კრიმინალური რეჟიმის უკიდურესი პანიკის და უმწეობის გამოხატულება“, – წერს სააკაშვილი.

მისი თქმით, საჭიროა საყოველთაო მობილიზაცია და შეტევაზე გადასვლა: „ჩვენ გვჭირდება საყოველთაო მობილიზაცია და შეტევაზე გადასვლა. აუცილებლად გავიმარჯვებთ, დიდება საქართველოს!“.