საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებისას ტრავმაზე საუბრობს

 საქართველო, 12 სექტემბერი, საინფორმი. ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებისას აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ კახეთში კვადროციკლიდან გადმოვარდა და ტვინის მსუბუქი შერყევა მიიღო. მისი თქმით, ექიმმა დანიშნა წოლითი რეჟიმი და მან მოითხოვა გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.

შესაბამისად, გასაგები მიზეზების გამო, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო თავს იკავებს მისი დაკავების კადრების გავრცელებისგან“, – განაცხადეს სუს-ში.

ბრიფინგზე აღნიშნეს: „ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე“.