საქართველო, 12 სექტემბერი, საინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა. მათ სატვირთო მანქანაში აღმოჩნდა 2.4 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“, რომელიც „ტროტილზე“ ძლიერმოქმედია. ამოღებულია ასევე 8 მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, სიმბარათები, ფულადი თანხა და ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინი“.
„გამოძიებით დგინდება, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება სატვირთოს მძღოლ მ.ს.-ს დაუდგენელმა პირმა გადასცა უკრაინაში. საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მას სხვა პირი გამოართმევდა. მოგვიანებით დაკავებულია მეორე მოქალაქე დ.ჟ., რომელმაც მძღოლს დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება გამოართვა“, – აცხადებენ სუს-ში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით (ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა). დაკავებულებს ასევე წარედგინათ ბრალი 260-ე მუხლით (ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა).