საქართველო, 12 სექტემბერი, საინფორმი. ანი წითლიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ პარტია ორმაგებს ჯილდოს იმ მოქმედი ძალოვნებისთვის, რომლებიც არ შეასრულებენ ბიძინა ივანიშვილის უკანონო ბრძანებებს. მისი თქმით, ასეთ პირებს გადაეცემათ 400 ათასი დოლარი.
„ვაორმაგებთ თანხას და ყველა იმ ადამიანს, მოქმედ ძალოვანს, რომელიც არ შეასრულებს ბიძინა ივანიშვილის უკანონო ბრძანებას, ჯილდოდ 400 ათას დოლარს გადავცემთ“, – განაცხადა წითლიძემ.
მან ასევე მიმართა მამუკა მდინარაძეს: „ჩმორია მდინარაძე, ერთხელ ნაცემი მყავს პარლამენტში. იცის, როგორ ვცემე და გავიმეორებ, როცა ვნახავ. იმ ბრალდებით, რაც ლევან ხაბეიშვილს წაუყენეს, კიდევ უფრო სასაცილოდ გამოიყურება და კიდევ უფრო ანახებს, როგორ ეშინია რეჟიმს“.
წითლიძის თქმით, თუ ხელისუფლებას აქვს სურვილი, თავად დააკავონ: „ახლა გამოვიდეს მდინარაძე და თუ აქვს ერთი ადგილი, დამაკავოს. მაგრამ მხოლოდ ისე შეძლებს, როგორც დააკავეს ხაბეიშვილი და გაიტაცეს მურთაზ ზოდელავა“.