აქტუალური
ირაკლი კობახიძე: „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ ჩავარდა

 საქართველო, 12 სექტემბერი, საინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე განაცხადა, რომ მეგობარი აქტი იყო მტრული ნაბიჯი საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა საბოლოოდ ჩავარდა.

მეგობარი აქტი სინამდვილეში იყო მტრული აქტი ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. საბედნიეროდ, როგორც ირკვევა, საბოლოოდ ჩავარდაეს ძალიან კარგია“, — აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, მთავრობას აქვს მიზანი, რომ აშშ-სთან ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან გადაიტვირთოს: „ჩვენ გვაქვს კონკრეტული გზამკვლევი, რომ სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა. დანარჩენი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზეა დამოკიდებული“.

ცნობისთვის, კონგრესმენმა სტივ კოენმა განაცხადა: „სამწუხაროა, რომ სენატმამეგობარი აქტიარ მიიღო. იყო პრობლემები და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც პორტს უკავშირდება“.