აქტუალური
საქართველო, 12 სექტემბერი, საინფორმი. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს, რომ სრულ მხარდაჭერას უცხადებს გერმანიის ელჩს პეტერ ფიშერს. „ჩვენი სოლიდარობა გერმანიის ელჩს. ევროკავშირი უარყოფს და გმობს დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების როლისა და საქმიანობის შესახებ საქართველოში“, — ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, მისია აზიარებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოსტს, სადაც უწყება მკაცრად უარყოფს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრალდებებს. „დეზინფორმაცია და გამყოფი ნარატივები ძირს უთხრის გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს. ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების აგრესიულ რიტორიკას გერმანიის ელჩის მიმართ“, — ნათქვამია განცხადებაში.