აქტუალური
JTEC-ში სწავლების დაგეგმარების კურსი გაიხსნა

 საქართველო, 12 სექტემბერი, საინფორმი. კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ნატო-ს სწავლების დაგეგმარების კურსი 2025“ გაიხსნა. საერთაშორისო კურსი გახსნეს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძე და JTEC-ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუა. მათ ისაუბრეს კურსის მნიშვნელობაზე და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.

ერთკვირიან კურსში მონაწილეობს 34 მსმენელი — 16 ქართველი და 18 უცხოელი სტუდენტი ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან. ისინი ნატო-ს დოქტრინის მიხედვით გაეცნობიან სწავლებების დაგეგმვის პროცესს და კურსის ბოლოს ნატო-ს სერტიფიკატებს მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ JTEC-ში სწავლება საპილოტე რეჟიმში გასული წლის ოქტომბერში ჩატარდა, წელს კი უკვე სრულფასოვანი სტატუსით იმართება. ცენტრი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ნაწილია.