საქართველო, 12 სექტემბერი, საინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბურჭულაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურის თქმით, არსებობდა მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზეწოლისა და განმეორებითი დანაშაულის საფრთხე.
ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრის პოსტს 2021-2024 წლებში იკავებდა. მას შემდეგაც, უწყების მაღალი თანამდებობის პირები ბრალდებულნი გახდნენ სამინისტროსთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვასთან დაკავშირებულ კორუფციულ სქემაში, რამაც სახელმწიფოს მილიონ ლარზე მეტი ზარალი მიაყენა.