საზოგადოება
საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 109-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება 10 სექტემბრის დილიდან შეზღუდული იყო ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსული მიწის მასის გამო.
ეს გზა ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი–ზემო ლარსი“ — ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.