საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. ეუთომ უარი თქვა საქართველოში ადგილობრივი არჩევნების სადამკვირვებლო მისიას გამოგზავნაზე. მიზეზად დასახელდა დროის სიმცირე — არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებია დარჩენილი, რაც ორგანიზაციის განცხადებით, „სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის არასაკმარისია“.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რომელიც მმართველ პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წარმოადგენს, თქვა:
„შეიძლება ვინმეს არც აწყობს სახელმწიფოს მიერ მოწვეული ნორმალური, ევროპული სტანდარტის დამკვირვებელი იყოს საქართველოში, რაც წინაპირობას შექმნის, რომ კვლავ დადებითი დასკვნა გამოქვეყნდეს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით“.
ვოლსკის თქმით, მას შემდეგ, რაც ეუთომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს დადებითი შეფასება მისცა, ორგანიზაციის მისამართით უპრეცედენტო ზეწოლა დაიწყო. „ისტორიას არ ახსოვს ასეთი ზეწოლა და ბულინგი მას შემდეგ, რაც ეუთო/ოდირი დააკვირდა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს და პოზიტიური დასკვნა დადო“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.