სამართალი
სალომე ზურაბიშვილი: არ ვეთანხმები მათ, ვინც მონაწილეობას იღებენ ამ არჩევნებში

 საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. არ ვეთანხმები მათ, ვინც მონაწილეობას იღებენ ამ არჩევნებში, ეს იყო შემოგდებული თემა და არ უნდა ყოფილიყო ოპოზიციის დაყოფა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია ერთობა.

ყოველთვის ვამბობ და ვიმეორებ, რომ ვიქნები ყველგან, სადაც იქნება ერთობა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ძალიან სერიოზული ერთობა უნდა იყოს 13 სექტემბერს, 4 ოქტომბერსაც იქნება ერთობა. ვიქნები ყველგან, სადაც იქნება ყველა და იქნება ერთობა. შეიძლება, რაღაც სიტყვებს არ ვემხრობოდე, რადგან ამ ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ არანაირი საბაბი, თავისი დესტაბილიზაციის სცენარები დაატრიალოს. ვიცით, რომ არსებობს დესტაბილიზაციის სცენარები. ასევე, არ ვისურვებდი იმას, რაც მოხდა ამ არჩევნების ირგვლივ. მიმაჩნდა, რომ საერთოდ არჩევნები ჩვენი თემა არ უნდა ყოფილიყო, ეს იყო შემოგდებული თემა და ამაზე არ უნდა ყოფილიყო ოპოზიციის დაყოფა. ეს ნათქვამი მაქვს ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. არ ვეთანხმები მათ, ვინც ამ არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. არ მგონია, ბოიკოტიც ყოფილიყო საჭირო, რადგან არ არსებობს ეს არჩევნები, ეს არის არაფერი, ეს არის სიმულაცია არჩევნებისა და რატომღაც ოპოზიციური პარტიები შევიდნენ ამ თემაში. ყველაზე მნიშვნელოვანია ერთობა, ერთად დგომა, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.