საზოგადოება
საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკთან შეთანხმების ფარგლებში ქვეყანამ პირველად მიიღო სუვერენული სესხი ეროვნულ ვალუტაში – 68.2 მლნ ლარი.
„ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ADB-სა და საქართველოს მთავრობის წარმატებულ თანამშრომლობას... პროგრამა მხარს უჭერს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და ვალის მდგრად მართვას“, – აცხადებენ სამინისტროში.