საზოგადოება
შსს-მ მელიქიშვილის გამზირზე დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება კიდევ ერთი მუხლით დაიწყო

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დამატებით სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

როგორც ცნობილია, საქმე თავდაპირველად 126- მუხლით (ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა) იყო აღძრული. ახლა დამატებით დაიწყო გამოძიება წინასაარჩევნო კამპანიის დროს ძალადობის ან ძალადობის მუქარის ფაქტზე“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.