სამართალი
სუს: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზემო ხვითთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

ინციდენტის შემდეგ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზი“, ხოლო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.