აქტუალური
ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორჯერ აღემატება კანდიდატი ქვეყნების დონეს

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. „საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.

მისი თქმით, 7 თვის მონაცემებით, საშუალო ეკონომიკური ზრდა 8% შეადგენს.

2025 წელს სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2%-მდე გაზარდა... სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკა განაპირობებს ზრდას“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.