აქტუალური
ეუთო-ოდირი: 4 ოქტომბრის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია არ განთავსდება

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ოდირი) განაცხადა, რომ ხელისუფლების გვიანი მოწვევის გამო, 4 ოქტომბრის არჩევნებზე მისიას განთავსების შესაძლებლობა არ ექნება.

არჩევნებზე სანდო დაკვირვება მოითხოვს საფუძვლიან მომზადებას... სამწუხაროდ, გვიან მოწვევამ შეუძლებელი გახადა შინაარსიანი დაკვირვება“, – განაცხადა ოდირის დირექტორმა მარია თელალიანმა.

მიუხედავად ამისა, ოდირი გააგრძელებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს თავისი მანდატის ფარგლებში.