აქტუალური
საპენსიო ფონდი: დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა 22 843-მა პირმა

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. საპენსიო ფონდის მონაცემებით, 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით 22 843-მა პირმა დაგროვებითი პენსიით ისარგებლა და მათზე 100.3 მლნ ლარი გაიცა.

სქემის მონაწილეთა საერთო რაოდენობა 1 მილიონ 667 ათასი ადამიანია.

ფონდის აქტივები შეადგენს 7.4 მლრდ ლარს, ხოლო დაგენერირებული ამონაგები 1.9 მლრდ ლარს გადააჭარბა.