პოლიტიკა
საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. „საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 580,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით ნაკლებია.
იანვარ-ივნისში ინვესტიციების მოცულობა 15,5%-ით შემცირდა და 763,8 მლნ დოლარი შეადგინა.
ყველაზე პოპულარული დარგები ინვესტორებისთვის იყო საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ენერგეტიკა და უძრავი ქონება.