პოლიტიკა
საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. გიორგი გახარიას პარტიის რვა წევრმა, რომლებიც მანდატშეჩერებული დეპუტატების ადგილმონაცვლეები არიან, შესაძლოა, პოლიტიკური ბოიკოტი შეწყვიტონ და პარლამენტში შევიდნენ.
ესენი არიან: თამარ ხვედელიანი, ვიკა ფილფანი, გიგა ფარულავა, გიორგი შარაშიძე, მალხაზ თორია, გელა აბულაძე, სალომე კობალაძე და სოფიო ხორგუანი.
„ჩვენს კომიტეტს დაეწერა განცხადებები ამ პირთა მხრიდან... მათი მხრიდან მიმდინარეობს დოკუმენტალური მომზადების პროცესი“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
თუმცა, პარტიის წევრმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ ბოიკოტი არ შეწყვეტიათ და საბოლოო გადაწყვეტილებას 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიიღებენ.