საზოგადოება
დავით მათიკაშვილი: გუნდიდან გაგდებული ზოგიერთი ყოფილი წევრი საქართველოში რადიკალიზმს ასაზრდოებს

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც პრემიერ-მინისტრი ამბობდა – გუნდიდან გაგდებული ზოგიერთი ყოფილი წევრი საქართველოში რადიკალიზმს ასაზრდოებს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილმა კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სოფო ჯაფარიძის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, „კობახიძე და „ქართული ოცნება“ კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდნონ მათივე ყოფილი თანაგუნდელებისგან“.

ჯაფარიძეს წამოსცდა, არ ვიცი, ქვეცნობიერმა უღალატა თუ რა ქნა, მაგრამ პრემიერმა ზუსტად ამაზე ისაუბრა... ფაქტია იმისა, რომ აქედან გაგდებული პირები გარკვეული ფორმით ცდილობდნენ, რადიკალიზმი წაეხალისებინათ და დაეფინანსებინათ კიდეც, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.