საზოგადოება
საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. ბრალდება, თითქოს ევროკავშირი საქართველოს ტრადიციული ოჯახური ღირებულებების გამო სჯის, სიმართლე არ არის... ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამმერტმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერია.
„ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერია, პატივს სცემს საქართველოს კულტურასა და იდენტობას... ამ კონტექსტში ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიულ რეფორმებს და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას ყველასთვის“, – განაცხადა ლამმერტმა.