აქტუალური
პრემიერი: წელს 250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ველოდებით

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდაჭერას და ამ კუთხით, ეს წელიც არ იქნება გამონაკლისი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე მთავრობის სხდომაზე.

ამ ეტაპზე აქტიური რთველი დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.

წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი იქნება 200-250 ათასი ტონა და იმისათვის, რომ დროულად დაბინავდეს მოსავალი, რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. მადლობა მინისტრ დავით სონღულაშვილის რთველთან დაკავშირებული სამუშაოების სათანადოდ ორგანიზებისთვის, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წელს ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ვერ შეისყიდის მთელ მოსავალს, ჭარბი ყურძნის მიღებას სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია" უზრუნველყოფს.