საზოგადოება
პარლამენტმა თორნიკე ფაღავას სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტმა თორნიკე ფაღავას სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო, რომელიც პარლამენტში მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლედ შევა.

სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს გუშინდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.

ფაღავას უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა 79-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არცერთი არ იყო.

პარლამენტმა მამუკა მდინარაძე სუს-ის ხელმძღვანელად დაამტკიცა.