საზოგადოება
საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. „საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობა მეტად გაღრმავდეს. კონკრეტული კონგრესმენების განცხადებები ტყუილზეა დაფუძნებული და ცილისწამებას შეიცავს“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კალაძემ კომენტარი გააკეთა ჰელსინკის კომისიაში დაგეგმილ მოსმენაზე, სადაც მოწმეებად მიწვეული არიან სალომე ზურაბიშვილი, თინათინ ხიდაშელი და ლუკ კოფი.
„მთელმა საქართველომ იცის, ვინ არის აგენტურა, რას წარმოადგენენ, ვის ებრძვიან... საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ურთიერთობა მეტად გაღრმავდეს, უფრო დაახლოვდეს ჩვენი ეკონომიკა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.