საზოგადოება
პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. საგამოძიებო კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით პარლამენტმა გუშინდელ პლენარულ სხდომაზე დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა.

დადგენილების პროექტი სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ წარადგინა.

საგამოძიებო კომისიისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში განხილული ინფორმაციისა და დასკვნაში მოყვანილი ფაქტების გაანალიზების საფუძველზე... ადგილი ჰქონდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, მკვლელობებს, კორუფციის ფაქტებს... მიხეილ სააკაშვილისა და მათი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას 2012-2025 წლებში – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, 460-გვერდიანი დასკვნის საფუძველზე მომზადდება სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში.

საზოგადოება პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო სასამართლოში დააკვირდება იმ პროცესს, რასაც აკვირდებოდა თვეების მანძილზე – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.