სამართალი
საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. სასამართლომ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ 11 პირს – ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კინაძე და სერგეი კუხარჩუკი ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ ნინო გალუსტაშვილმა.
ბრალდება თავდაპირველად 225-ე მუხლით იყო წარდგენილი, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, თუმცა საქმე გადაკვალიფიცირდა 226-ე მუხლით – ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობაზე, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.