პოლიტიკა
საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა შეხვედრა გამართა აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშესთან, პოლკოვნიკ ჯონათან ადამსთან და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ახალ უფროსთან, ვიცე-პოლკოვნიკ ენდრიუ ანდერვუდთან.
შეხვედრაზე ასევე მონაწილეობდა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი.
„თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ ჯონათან ადამსსა და ვიცე-პოლკოვნიკ ენდრიუ ანდერვუდს საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა... შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები“