საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. „4 ოქტომბერს ვატარებთ ეროვნულ კრებას. უკვე შეკვეთილია ორი მილიონი მოსაწვევი, რომელიც თან იქნება მანდატი, რომლითაც უნდა მისცენ ხმა“ – განაცხადა მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ.
მისი თქმით, მოსაწვევი მოქალაქეებს დაურიგდებათ.
„4 ოქტომბერი არ არის აქცია, ეს ეროვნული კრებაა... მოსაწვევი დარიგდება ხელზე, ასევე კარზე მიიღებენ“ – აღნიშნა ბურჭულაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, „ორ მილიონ ადამიანს ელოდებით?“ ბურჭულაძემ უპასუხა: „ორ მილიონ მოსაწვევს ვარიგებთ და რამდენი მოვა, ეს უკვე სხვა ამბავია... ამიტომ მაქსიმალურად უნდა მივიდეს ყველა ადმიანამდე, ვისაც სურს მოსვლა“.
ასევე, მან თქვა: „პოლიტიკოსი როდესაც გეუბნებათ, მოდით, მაგრამ დავიშალოთ და შემდეგ ისევ მოდით... მაგის დრო აღარ არის. ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და ჩვენი საქმე გავაკეთოთ. ეს აუტანლობა უნდა მორჩეს საქართველოში“