აქტუალური
მამუკა მდინარაძე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩემი გუნდით მივალ

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ის სამსახურში თავისი გუნდით მივა.

მისი თქმით, გუნდის წევრების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი.

ჩემი გუნდით მივალ. ვინ იქნება ჩემი გუნდი, ხვალ გაიგებთ... იმდენად პროფესიონალი კადრები მეყოლება, რომ საკრიტიკოც არაფერი გექნებათ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტმა მამუკა მდინარაძე სუს-ის ხელმძღვანელად დაამტკიცა.