აქტუალური
„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გახდა

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე ირაკლი კირცხალიამ შეცვალა. კირცხალია იქნება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიც.

აღნიშნული ცნობილი გახდა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

ცნობად ვიღებთქართული ოცნებისფრაქციის თავმჯდომარედ ირაკლი კირცხალიას არჩევას. ვულოცავთ მას... ცნობად ვიღებთ ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ლევან მაჭავარიანის, ხოლო მოადგილედ იოსებ ჯორბენაძის არჩევას. მათაც ვულოცავ და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა მამუკა მდინარაძე სუს-ის ხელმძღვანელად დაამტკიცა.