საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. „ომის პარტია“ „მშვიდობის პარტიას“ ყოველთვის თავს ესხმის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პუტინის თქმით, უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების განსხვავებული მიდგომები არსებობს.
„არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბოლო უკრაინელამდე ბრძოლაა საჭირო და არიან ისინიც... ასე რომ, პირველი პარტია, „ომის პარტია“ მეორე პარტიას, „მშვიდობის პარტიას“ ყოველთვის თავს ესხმის“, - განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, „უკრაინის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ, ვინც რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები უგულებელყვეს“.
„ვინ არის ამ ტრაგედიაში დამნაშავე? ისინი, ვინც სიტუაცია აქამდე მიიყვანეს... თუ ვინმე ფიქრობს, რომ შესაძლებელია ჩვენს ხალხს ასე უპატივცემულოდ მოექცეს, უნდა იცოდეს, რომ ამას არასდროს დავუშვებთ“ - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.