პოლიტიკა
საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა.
კენჭისყრაზე მდინარაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარლამენტის 85-მა წევრმა, წინააღმდეგი არცერთი არ იყო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მდინარაძეს არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„მამუკა მდინარაძე იქნება გამორჩეული ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და კიდევ უფრო გააძლიერებს იმ უსაფრთხოების სისტემას, რომელიც საქართველოს წლების განმავლობაში აქვს ჩამოყალიბებული...“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.