პოლიტიკა
თეა წულუკიანი: 2004-2012 წლებში პატიმრების მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემური

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა პარლამენტში დასკვნა წარადგინა.

როგორც აღნიშნა თეა წულუკიანმა, კომისიამ დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებული „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროში და სასჯელაღსრულების სისტემაში წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემური.

„ეს იყო არა ერთეულ პირთა გადაცდომა, არამედ კარგად ორგანიზებული ტერორი, რომელსაც სათავეში ედგა მიხეილ სააკაშვილი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები – განაცხადა თეა წულუკიანმა.