საზოგადოება
საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის მუშაობის გრაფიკზე ისაუბრა.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მიმდინარე კვირაში გაიმართება ორი პლენარული სხდომა და სესიის ფორმატში მუშაობა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განახლდება.
„დღეს პირველი სექტემბერია, ხვალ სექტემბრის პირველი სამშაბათი... მიმდინარე კვირაში გვექნება ორი პლენარული სხდომა, შემდეგ – პაუზა არჩევნებამდე. არჩევნების შემდეგ განვაახლებთ პლენარულ სხდომებს“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.