საზოგადოება
ტატა ხვედელიანი აცხადებს, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბოიკოტს აგრძელებს

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, მისი პარტია საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება.

ხვედელიანის განმარტებით, მას შემდეგ, რაც „გახარია საქართველოსთვის“ წევრების სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხი პარლამენტში ყველა ეტაპს გაივლის, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„ეს არის პროცედურული საკითხი. ჩვენ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ბოიკოტის გზას ვირჩევთ...“, – აღნიშნა ტატა ხვედელიანმა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა დასკვნის პროექტს გელა აბულაძის, ჯემალ ანანიძის, ქეთევან ბაკარაძის, რუსუდან თევზაძის, მალხაზ თორიას, შალვა კერესელიძის, სალომე კობალაძის, გიგა ფარულავას, ვიკა ფილფანის, გიორგი შარაშიძის, თამარ ხვედელიანისა და სოფიო ხორგუანის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შესახებ.