სამართალი
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები პროკურატურაში გამოკითხვაზე არიან დაბარებული

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები გამოკითხვაზე არიან დაბარებული.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის...“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

გამოძიების ფარგლებში 12 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დაყადაღდა: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „დემოკრატიის მცველები“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „საფარი“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.