სამართალი
ევროკომისიის წარმომადგენელი: საქართველომ უპასუხა 14 ივლისის წერილს, ახლა პასუხს შევაფასებთ

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. „შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გუშინ უპასუხა 14 ივლისს კომისიის მიერ გაგზავნილ წერილს“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა მარკუს ლამმერტმა.

მისივე თქმით, ახლა ევროკომისია შეაფასებს საქართველოს მიერ გაგზავნილ პასუხს.

„კომისია ელოდება, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს კომისიის ყველა რეკომენდაციაში წამოჭრილი საკითხების გადასაჭრელად“, – აღნიშნა მარკუს ლამმერტმა.

მარკუს ლამმერტმა არ დააკონკრეტა, რა წერია საქართველოსგან მიღებულ ანგარიშში, აღნიშნა, რომ „ამგვარი ინფორმაცია არ ქვეყნდება“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ევროკომისიას დადგენილ ვადაში, 31 აგვისტოს მიეწოდა ანგარიში კომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.