აქტუალური
საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა ბიუროს წარედგინება.
დოკუმენტი, რომელიც 430-გვერდიანია, ბიუროს სხდომის შემდეგ პლენარულ სხდომას წარედგინება.
კომისიის წევრის, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ექვსი თვის განმავლობაში ქართულმა საზოგადოებამ საკმარისზე მეტი მტკიცებულება ნახა, რათა „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, როგორც რეჟიმი, ქართულ პოლიტიკაში არ არსებობდნენ.
„ამას ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ნახავს დასკვნაში, რომელსაც სესიაზე გამოვიტანთ...“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.