აქტუალური
გიორგი ვაშაძე: 4 ოქტომბრის აქცია გაბედული და დროული ინიციატივაა

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. 4 ოქტომბრის აქცია არის გაბედული და დროული ინიციატივა, შედეგი დამოკიდებულია ჩვენს სიმრავლესა და გამბედაობაზე, – ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაში.

ვაშაძის თქმით, 13 სექტემბერსაც და 4 ოქტომბერსაც აქციებში მონაწილეობა გადამწყვეტია.

„ჩემი მკაფიო პოზიცია 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით: 4 ოქტომბრის აქცია არის გაბედული და დროული ინიციატივა, შანსი, კიდევ ერთხელ გავაერთიანოთ საზოგადოება და ვანახოთ რეჟიმს ხალხის ნამდვილი ძალა...“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.