აქტუალური
ინდოეთმა აზერბაიჯანის შანხაის ორგანიზაციაში გაწევრების საკითხი დაბლოკა

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. ინდოეთმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში აზერბაიჯანის გაწევრიანების საკითხი დაბლოკა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

ინდოეთი მთავარ მიზეზად ასახელებს აზერბაიჯანის პაკისტანსა და თურქეთთან სტრატეგიულ კავშირს.

დღეისათვის აზერბაიჯანს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში პარტნიორის სტატუსი აქვს. სრული წევრობის საკითხი დღეს განიხილებოდა, რაზეც ინდოეთმა წინააღმდეგობა გამოთქვა. news.az-ის ცნობით, ჩინეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა აზერბაიჯანის სრულუფლებიანი წევრობის მიმართ.