თბილისი, 30 აგვისტო, საქინფორმი. როგორც იაპონიის საელჩო საქართველოში ატყობინებს საქინფორმს, იაპონიის მთავრობა იაპონიის ხალხის სახელით, მიუხედავად მარტის ტრაგედიისა, აგრძელებს ჩვენი ქვეყნის დახმარებას. ამჯერად დახმარება განკუთვნილია ჩვილთათვის.
იაშვილის ცენტრალური პედიატრიული საავადმყოფოს დღენაკლულ ახალშობილთა რეტინოპათიის ქირურგიული აღჭურვილობის გაუმჯობესების პროექტის გახსნის ცერემონია იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი „გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების გრანტის“ ფარგლებში გაიმართება 31 აგვისტოს, 12:00 საათზე, იაშვილის ცენტრალურ პედიატრიულ კლინიკაში.
ცერემონიას დაესწრებიან: მისი აღმატებულება, იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი მასაიოში კამოჰარა; მისი აღმატებულება, ლიტვის ელჩი საქართველოში, ბატონი იონას პასლაუსკასი; საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გიორგობიანი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.პროექტი წარმოადგენს იმ 362-მილიონიანი დახმარების ნაწილს, რომელსაც იაპონიის მთავრობა იაპონელი ხალხის სახელით 1998 წლიდან ახორციელებს საქართველოში.
ზემოხსენებული პროექტის საგრანტო კონტრაქტს ხელი იაპონიის საელჩოსა და იაშვილის ცენტრალური საავადმყოფოს წარმომადგენელთა მიერ 2010 წლის 21 დეკემბერს მოეწერა. პროექტი განხორციელდა ლიტვის საელჩოსთან ახლო თანამშრომლობით. პროექტის ფარგლებში, იაპონიის საელჩომ საავადმყოფოს გადასცა დღენაკლულ ბავშვთა რეტინოპათიის ქირურგიული აღჭურვილობა, ხოლო ლიტვის საელჩო უზრუნველყოფს პერსონალის წვრთნას აპარატურის გამოსაყენებლად. 100-მდე ბავშვი პირადად ისარგებლებს ამ პროექტით, რომლის ღირებულებაც 85,680 აშშ დოლარია.
შეგახსენებთ, „გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა“ (GGP) დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს, რომლებიც წარმოდგენილია მუნიციპალიტეტების, სამედიცინო დაწესებულებების, სასწავლო დაწესებულებებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ და რომელთა პირდაპირი მიზანია საქართველოს ხელმოკლე მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესება. პროექტები შეიძლება განხორციელდეს ჯანდაცვის, დაწყებითი და საშუალო განათლების, სოციალური და გარემოს დაცვის, სიღარიბის დაძლევის და შემოსავლების სფეროებში.
At 12:00 p.m., on August 31, 2011, the Opening Ceremony will be held in Tbilisi city concerning the Project for Improvement of Surgery Equipment for Retinopathy of Prematurity for Iashvili Central Pediatric Hospital of Georgia, which has been implemented within the framework of “Grassroots and Human Security Grant Assistance Programme” of the Government of Japan. The Ceremony will be attended by H.E. Mr. Masayoshi Kamohara, Ambassador Extraordinary and Plenipotentiary of Japan to Georgia, H.E. Mr. Jonas Paslauskas, Ambassador Extraordinary and Plenipotentiary of Republic of Lithuania, representatives of local authority and members of related organizations.
The Grant Contract of the above-mentioned project was concluded on December 21, 2010 between the Embassy of Japan and Iashvili Central Pediatric Hospital of Georgia. This project has been advanced in close cooperation with the Embassy of Lithuania in Georgia in order to improve the pediatric field of Georgia. Under this project, Japan has provided surgery equipment for retinopathy of prematurity while the training on how to use the said equipment is being provided by Republic of Lithuania. It is expected that about 100 children would directly benefit from the said project. The budget scale for the provision of the equipment is 85,680 USD.
The “Grant Assistance for Grassroots and Human Security Projects” (GGP) provides assistance to relatively small projects implemented by municipalities, medical institutions, as well as NGOs and aims at improving the living standards of Georgian people. It applies to projects in the field of public health, education, social protection, environment and poverty reduction. Since 1998, one hundred and six GGP projects have been implemented in Georgia totaling 8,631,344 USD. The size of Japan’s Official Development Assistance to Georgia has reached over 362 million USD, covering a wide spectrum of areas such as improvement of economic infrastructure, agricultural and social sectors, culture and human resource development.