საზოგადოება
საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. 50‑ზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაცია შეუერთდა განცხადებას, რომელშიც დაგმობილია შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღება. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება ცდილობს განსხვავებული აზრის განადგურებას და „თუ არასამთავრობოებს დახურავენ, ათასობით მოქალაქე იურიდიულ დახმარებას ვეღარ მიიღებს“.