სამართალი
საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. აშშ‑ს სენატორი ჯინ შაჰინი გამოეხმაურა შვიდი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დაკავებული მომიტინგეებისთვის სამართლებრივი დახმარება „დანაშაული ან საბოტაჟი არ არის“. ის აცხადებს, რომ დგას ქართველი ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების გვერდით და ჩამოთვლის ყადაღის ქვეშ მოყოლილ ორგანიზაციებს.